ივანიშვილი არის ოლიგარქი და დეოლიგარქიზაცია მას ეხება – გრეგოროვა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი და ევროპარლამენტი დეოლიგარქციზაციისკენ მოწოდებაში სწორედ მას გულისხმობს.

ამის შესახებ მან ინტერპრესნიუსთან განაცხადა. მისი განმარტებით, დეოლიგარქიზაციის გაგება ორგვარად შეიძლება და მასში იგულისხმება სისტემის შექმნა, რომლის გამოყენებას კონკრეტული პირები საკუთარი სარგებლისთვის ვერ შეძლებენ.

“ეს [დეოლიგარქიზაციისკენ მოწოდება] ორგვარად შეგვიძლია გავიგოთ. ევროპარლამენტისგან ეს გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენ უკვე ვახსენეთ ივანიშვილი ერთ-ერთ რეზოლუციაში – დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის არის ოლიგარქი და ეს მას ეხება, თუმცა ჩვენ როგორც ევროკავშირი – კომისია, საბჭო და პარლამენტი ვგულისხმობთ დეოლიგარქიზაციაში სისტემის შექმნას, რომლის შელახვასაც კონკრეტული პირები ვერ შეძლებენ და საკუთარი სარგებლობისთვის ვერ გამოიყენებენ. საბოლოო ჯამში, უკვე მნიშვნელობა არ აქვს ეს ივანიშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, რადგან თუ სისტემა სათანადოდ იქნება შემუშავებული, ისინი ვერ შეძლებენ მის შელახვას და სწორედ ეს არის საკვანძო ნაწილი”, – თქვა მარკეტა გრეგოროვამ.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – ბიძინა ივანიშვილი თავის გადასარჩენად ევაჭრება დასავლეთს და ეუბნება – „მე უფრო ცუდად მოქცევაც შემიძლია”
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს