ივანიშვილი არის „კალკა“ პუტინის მართვის სტილის, რომელიც მიმდინარეობდა ჩვენ მიმართ – ხაზარაძე

„არ არსებობდა დანაშაული, იყო პოლიტიკური დევნა,“ – ამ განცხადებას „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აკეთებს და ეხმაურება „ოცნების“ შეფასებებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელის განხილვაში მიღებასთან დაკავშირებულს.
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ივანიშვილი რუსული სტილით ებრძვის მათ.

უპრეცენდენტოა. ყველა, ვისაც მაინც ცოტა მაინც ესმის იურისპრუდენცია, საქართველოში არ ხდება ასე სწრაფად საჩივრების მიღება. მოლოდინი გვაქვს პოზიტიური იმიტომ, რომ არ არსებობდა დანაშაული, იყო პოლიტიკური დევნა, ეს მთელმა საზოგადოებამ ნახა, ვინც მეტ-ნაკლებად ყურადღებას ადევნებდა თვალს ამ პოლიტიზირებულ დევას ჩვენ მიმართ, ზუსტად ისეთ, როგორსაც პუტინი აკეთებს რუსეთში. ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის „კალკა“ იმ სისტემის და მართვის სტილის, რომელიც მიმდინარეობდა ჩვენ მიმართ.
ჩვენ ვანახებთ საზოგადოებას, რომ იქ, სადაც სამართალი და სამართლიანი სასამართლოა და სადაც ადამიანს შეუძლია ღირსება დაიცვას, სამართალი უდა სიმართლე, ამას ჩვენი საზოგადოება იხილავს,“ – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიმივმართავ კითხვით პრემიერს, ივანიშვილს – თუ კრიმინალები ვიყავით, პროკურატურა თქვენს ხელშია, აღძარი რა საქმე – ხაზარაძე
შემდეგი სტატიახაზარაძე: გირჩს ვურჩევ – მოწევას შეეშვით, საფერავი დალიეთ, გაიარეთ, რა, ვის რაში სჭირდებით