ივანიშვილი არის დამღუპველი… მისი ყველა სიტყვა არის სიცრუე – ბურჭულაძე ივანიშვილს პასუხობს

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პასუხობს, რომელიც მან გუშინ, სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ივანიშვილმა პაატა ბურჭულაძისა და მისი შეხვედრის დეტალები მოყვა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანი მას ფულს სთხოვდა და კონკრეტულ თანხებზე ევაჭრებოდა.

ბურჭულაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი მიზანია, რომ ყველა ადამიანი მასზე იყოს დამოკიდებული და ვინც ასე არ არის, ივანიშვილი ყველას მტრად მიიჩნევს.

„ყველა სიტყვა თავიდან ბოლომდე იყო სიცრუე. რომ მე მივედი მასთან პოლიტიკურ საქმეზე სალაპარაკოდ ეს იყო სიცრუე. რომ მერე მე და ჩემი მეუღლე მივედით მასთან ეს იყო სიცრუე, ჩვენ მასთან ერთად არ მივსულვართ არასდროს. უნდა ჩამოყალიბდეს, იმ დროს ამბობდა 50 მილიონს, ახლა ძალიან ჩამომაქვეითა და 10 მილიონს ამბობს და მერე 2 მილიონზე ჩამოვიდა. ფაქტი ერთია, მან აღიარა, რომ მე თანხა არ მიმიღია. ბიძინა ივანიშვილი არის დამღუპველი,“-ამბობს პაატა ბურჭულაძე.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია: სახლის მშენებლობა დანაზოგით დავიწყე
შემდეგი სტატიაგორში შელაპარაკებისას მამაკაცი დაჭრეს