ივანიშვილი არის ავად ვერ ჩამოდიოდა თბილისში, ამიტომ შემდეგ მოიგონეს ბათუმის ბიზნესფორუმი

უკრაინის პროკურატურაში მუშაობას უახლოეს პერიოდში იურისტი გიზო უგულავა დაიწყებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე საუბრობს. „კურიერის“ პირდაპირ ეთერში სააკაშვილმა განაცხადა, რომ შემოდგომისთვის უკრაინაში „დიდი მობილიზება იგეგმება“. სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „თვითგანადგურებას“ უწოდებს.

მან ასევე ბიძინა ივანიშვილის ჩართულობაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი:

„პოროშენკოს ემჯობინებოდა, რომ მე კიევში დავეკავებინე და გადმოვეცე საქართველოსთვის, მაგრამ ივანიშვილს ეს არ უნდა. ივანიშვილს საშინლად ეშინია ჩემი საქართველოში ჩაყვანის, მარტივი და ყველასთვის გასაგები მიზეზით, მათი პოპულარობა არის ძალიან დაბლა. თავიდან პოროშენკოს ივანიშვილთან შეხვედრა უნდოდა თბილისში, ის აპირებდა მხოლოდ თბილისში ჩასვლას და მეტი არსად წასვლას. ივანიშვილი არის ავად, იყო ურეკში და ვერ ჩამოდიოდა თბილისში, ამიტომ შემდეგ მოიგონეს ბათუმის ბიზნესფორუმი, რომელიც არაფერ შუაში არ იყო, იმიტომ, რომ ბიზნესფორუმი თბილისში ჩატარდა და ბათუმში იყო დადგმული, ვითომ ბიზნესფორუმი, თბილისურის მინივერსია, ერთადერთი მიზნით, რომ ბათუმში ჩასვლის საბაბით შეევლო ურეკში ივანიშვილთან, რომელიც იმ დროისთვის უკვე იმ მდგომარეობაში იყო, რომ პოროშენკოსთან ესაუბრა… რაზეც შეთანხმდნენ იყო, რომ მოდი ახლა გავითამაშოთ, რომ პროკურატურამ მოგვცა ახალი მასალები, საქმეში გაჩნდა მხოლოდ ერთი ახალი მასალა, ვაცლავ ჰაველისთვის გვირგვინის გაგზავნა გასვენებაში და ჩვენ დავდგამთ, რომ ჩამოვართვათ მოქალაქეობა,“- აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით ღარიბაშვილმა პოროშენკოს დაურეკა და მასზე ესაუბრა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პოროშენკომ საუბარი შეაწყვეტინა, ყურმილი დაუკიდა და აღარ პასუხობდა საქართველოს მთავრობის ზარებს.
„პოროშენკომ მითხრა, რომ ფსიქიკურად დაავადებულია ეს კაციო და თუ კიდევ რამეა, ახლა ყველაფერს მივხვდიო. პოროშენკომ მშვენივრად იცის ყველაფერი, პრობლემა იმაშია, რომ ძალიან გაუჭირდა იმიტომ, რომ ჩემს პირობებში დაინახა საფრთხე, რომ შეიძლება მე მქონდა და მაქვს რეალური შანსი მისი ჯგუფის ხელისუფლებიდან ჩამოშორების და ახალი ხალხის მიყვანის. ამიტომ ჩაერთო შიში, თვითგადარჩენის ინსტინქტი კი არა – თვითგანადგურების ინსტიქტი. მე ვნახე, რომ ვიღაცებს თბილისში გაუხარდათ, ტყუილად გიხარიათ, ახლა იწყება თავდავიწყება, ყველაფერი არის წინ, მოიმარაგეთ „პოპკორნი“ და შეხედეთ, თქვენთვის ძალიან უსიამოვნო ამბებს ნახავთ და სასიამოვნოს უკრაინისთვის და საქართველოსთვის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

banner
წინა სტატიაში„პოროშენკომ საკუთარი ხელით გამოიჭრა ყელი“ – მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება“ დღესაც პარაზიტირებს ივანიშვილის რესურსებზე” – გია ხუხაშვილი