ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანას სამება აუშენა და სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დამარცხება მოახერხა – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანას სამება აუშენა და, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დამარცხება მოახერხა.

თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ ამ ბრძოლაში უკან არ დაიხევენ და ბოლომდე იბრძოლებენ.

„ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პატრიოტი ქართველი ვისაც ოდესმე შევხვედრივარ, შესაბამისად სანქციებით, პოტენციური ფინანსური ზეწოლით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დაგვაშანტაჟებს.

ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანას სამება აუშენა და, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დამარცხება მოახერხა. როგორც მინიმუმ, ყოველგვარი სტატუსისა და თანამდებობის გარეშე, ყველა ქართველს, რიგით ქართველს კაცური ვალი გვაქვს, რომ ყველა ბრძოლაში არ დავიხიოთ უკან და რა თქმა უნდა, ბოლომდე, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს ეკადრებათ, ყველა ბრძოლაში თვალდახუჭული ვიქნებით ბოლომდე“, – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

banner
წინა სტატიაშიჰერმან საბო: დანია ევროკავშირის გაფართოების ერთ-ერთი სკეპტიკოსი ქვეყანაა, თუმცა, ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა პირადად დავარწმუნოთ ისინი, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს
შემდეგი სტატიაქართველმა ხალხმა შეიძლება, დასვას კითხვა, დსთ-ში შევიდეთ, რომ ეს სტატუსი მივიღოთ…? – სუბარი