ივანიშვილი აფხაზებს სასტუმროს და ბოტანიკური ბაღის აშენებას სთავაზობს

ფონდი „ქართუ“ განმუხურში ბოტანიკური ბაღის გაშენებას იწყებს. ამის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილმა, რუსთავში, მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა. მისი თქმით ის აფხაზებს საქმიან წინადადებას სთავაზობს და მზადაა ისეთივე ბაღი და მაღალი კლასის სასტუმრო გამყოფი ხაზის იქითაც ააშენოს:
„თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით განმუხურში დაიწყება მშენებლობა, გამყოფ ხაზთან ყველაზე მაღალი კლასის სასტუმრო, სასტუმროს უკან კი აშენდება ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს. ბოტანიკური ბაღის იდეა იყო ჩემი. ჩვენ აფხაზებს საქმიან წინადადებას ვთავაზობთ, გამყოფი ხაზის იქითაც ავაშენებდი მაღალი კლასის სასტუმროს, თუ მათი კეთილი ნება იქნება ჩვენი ძმების და გავაგრძელებდით ბოტანიკურ ბაღსაც. სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება ადგილობრივი ინფრასტრუქტურასდა მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას მოხმარდება. ამით მინდოდა წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთობის აღდგენაში“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი : “დღეს ზუგდიდში პოლიცია აგრესიულად ხელს უშლის ჩვენი პარტიის წევრებს აქციის ჩატარებაში”
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: განმუხურში უნიკალური სასტუმრო და ბოტანიკური ბაღი აშენდება