ივანე მაჭავარიანი – სპეკულაციაა საუბარი, რომ საპენსიო ფონდში შენატანი იკარგება ან ინფლაციას განიცდის
სხვა სტატიები
- “საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, ერთ-ერთ პრიორიტეტულ ადგილს იკავებს”
- მნიშვნელოვანია აშშ-ის როლი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ჩვენი სამსახურის განვითარებაში
- დავით უსუფაშვილი – არა თუ ერთი ასეულით, სრულიად საქართველოს არმიით ვართ მზად, გავწევრიანდეთ ნატო-ს ეგიდით შექმნილ უსაფრთხოების სისტემაში
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სპეკულაციას უწოდებს საუბრებს იმასთან დაკავშირებით, რომ საპენსიო ფონდში შეტანილი თანხები იკარგება ან ინფლაციას განიცდის.
ამასთან, მისი თქმით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტება.
აღნიშნული კომენტარი ფინანსთა მინისტრმა, მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა ჟურნალისტების კითხვის პასუხად, თუ როდის გამოცხადდება კონკურსი საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს დასაკომპლექტებლად.
„როგორც იცით, მე ვარ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ბოლო შეხვედრაზე თავადაც ამ საკითხს ვაყენებდი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საინვესტიციო საბჭოში ფორმირება. თუმცა მინდა გითხრათ, სპეკულაციები, რომ იქ ფული დევს, იკარგება ან ინფლაციას განიცდის, ასე არ არის. დაწყებული იმით, რომ დანაზოგი პრაქტიკულად ორჯერ მეტად გემატებათ, ასევე, რასაკვირველია, სრულად, აბსოლუტურად გათვალისწინებული იქნება წლიური ინფლაცია. თუ არ მეშლება, თანხები უკვე განთავსდა დეპოზიტზე, რომელიც ინფლაციას სულ მცირე, დაფარავს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მინისტრი საინვესტიციო საბჭოს შერჩევის ვადებს ვერ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ უახლოეს თვეებში უნდა შეირჩეს.
„ვფიქრობ, ეს წლის ბოლომდე უნდა მოესწროს, მაგრამ რომც ვერ მოესწროს, ეს არ ნიშნავს, რომ ამ წლის ინფლაცია დანაზოგებს შეამცირებს, დანაზოგები გაიზრდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმ