ივანე მაჭავარიანი – სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების დახმარების 50 ლარამდე გაზრდა შეთანხმებულია სავალუტო ფონდთან

ინიციატივა, რომლითაც სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების დახმარება 50 ლარამდე იზრდება, შეთანხმებული იყო სავალუტო ფონდთან. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ინიციატივა სრულად ეხმიანება იმ პრობლემებს, რომლებიც UNICEF​-ის კვლევაშია აღნიშნული.

„ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რაც მომავალი წლის ბიუჯეტში ხდება, არის 144 ათასი ბავშვისთვის 50-ლარიანი ვაუჩერის გამოყოფა, რისთვისაც ბიუჯეტში განსაზღვრულია 70 მილიონი ლარი“, – აღნიშა მაჭავარიანმა.

სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად მიიღებენ 50-ლარიან დახმარებას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დახმარების 50 ლარამდე გაზრდის შედეგად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები 30-ლარიან კვების ვაუჩერს და 20 ლარს მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშილონდონში, Sony Music-ის შტაბ-ბინაში ორი ადამიანი დაჭრეს
შემდეგი სტატიაზაზა პაპუაშვილი მოსახლეობას საუბრის ტონს უწუნებს