ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს რეფორმირება დაწყებულია

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, დავიწყეთ მუშაობა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს რეფორმირებაზე, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ახალი მოწვევის პარლამენტის ხუთი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, შეიქმნება პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული საგადასახადო და საბაჟო დავების განხილვის კოლეგიური ორგანო. მაჭავარიანის განცხადებით, მისი წევრების შერჩევის, დანიშვნისა და გათავისუფლების წესი უზრუნველყოფს საბჭოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

„რეფორმის შედეგად,​ განხორციელდება როგორც დავების განმხილველი ორგანოს ინსტიტუციური გაძლიერება, ისე გადასახადის გადამხდელთა პოზიციების გაუმჯობესება. მნიშვნელოვნად შემცირდება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვისა და გადაწყვეტის დრო, გაიზრდება დავის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი, დაწესდება ამ გადაწყვეტილებების დროული აღსრულების ეფექტური მექანიზმი“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ამჟამად, მიმდინარე დავების განხილვა სრულად გადასულია ელექტრონულ ფორმატზე და ხორციელდება დისტანციურად.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე – უტყვი დუმილით თუ მდუმარე წაქეზებით, ნუ მოუსპობთ ამ ქვეყანას განვითარების შანსს!
შემდეგი სტატიათიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 25 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა