ივანე მაჭავარიანი – მომავალ წელს ხელფასების ზრდა ყველა ძალოვან სტრუქტურაში იგეგმება, სუს-ი რატომ უნდა იყოს გამონაკლისი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 13, 2018 19:21

ივანე მაჭავარიანი – მომავალ წელს ხელფასების ზრდა ყველა ძალოვან სტრუქტურაში იგეგმება, სუს-ი რატომ უნდა იყოს გამონაკლისი

მომავალ წელს ყველა ძალოვან სტრუქტურაში თანამშრომელთა ხელფასების 250 ლარით გაზრდა იგეგმება, არ მესმის, რატომ უნდა იყოს გამონაკლისი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა.

მაჭავარიანმა სესიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის კითხვას უპასუხა. სამადაშვილის თქმით, ქვეყანაში რეალურად ვერ იზრდება ვერც პენსია და სახელმწიფო ვერც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეხმარება. სამადაშვილი დაინტერესდა, ამ ფონზე, რატომ იზრდება 10 მლნ ლარით სუს-ის ბიუჯეტი, საიდანც 6 მლნ არის განსაზღვრული ხელფასების ზრდაზე.

ფინანსთა მინისტრის თქმით, სუს-ის მიმართ განსაკუთრებული პრეფერენციები არ არის და ის ისეთივე საჭირო ძალოვანი უწყებაა, როგორც მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროა.

„მგონი, თანაბრად ვსარგებლობთ ამ სიკეთით ყველანი, მათ შორის ქალბატონი სალომეც და არ მგონია, რომ ინსტიტუციის ეჭვქვეშ დაყენება რამე კარგს მოიტანს. ეს არის ძალიან ნორმალური, ჯანმრთელი პროცესი. ვისურვებდი, მეტად შეგვეძლოს ხელფასების გაზრდა ჩვენი ძალოვანი უწყებებისთვის, ვიდრე 250 ლარია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ მომავალ წლებში ანაზღაურების მეტად გაზრდა იქნება შესაძლებელი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 13, 2018 19:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,325
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics