ივანე მაჭავარიანი კომპენსაციებზე: უპასუხისმგებლო დამსაქმებლის შემთხვევაში, თავად დასაქმებულებმა უნდა იაქტიურონ, რათა კომპანიებმა მათზე ინფორმაცია მოგვაწოდონ

admin
ავტ.: admin მაისი 21, 2020 13:30

ივანე მაჭავარიანი კომპენსაციებზე: უპასუხისმგებლო დამსაქმებლის შემთხვევაში, თავად დასაქმებულებმა უნდა იაქტიურონ, რათა კომპანიებმა მათზე ინფორმაცია მოგვაწოდონ

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გამო, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების შესახებ ფინანსთა სამინისტროს 20 ათასამდე კომპანიამ 78 ათასი დასაქმებულის შესახებ გადასცა მონაცემები. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის შეფასებით, დამსაქმებელთა ნაწილს ამ დრომდე არ წარუდგენია ყოფილი თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია.

„ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ დამსაქმებლები ფიქრობენ, რომ ადამიანებს, ვინც საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებამდე დაკარგეს სამსახური, ეს კომპენსაცია არ ერგებათ. ამას გარდა, არის უპასუხისმგებლობისა და დაუდებვრობის შემთხვევები, როცა დამსაქმებელმა გაუშვა თანამშრომელი და აღარც კითხულობს. ალბათ, ამ შემთხვევაში, თავად დასაქმებულებმაც უნდა იაქტიურონ და რამენაირად უნდა მოგვაწოდონ კომპანიებმა მათზე ინქორმაცია. შეიძლება, დამსაქმებელი ანაზღაურებას ხელზე აძლევდა და მისი საბაკო ანგარიშიც არ იცის. უნდა დაურეკოს, მოიკითხოს, გამოგვიგზავნოს მისი ინფორმაცია. არიან დამსაქმებლები, რომლებიც ხედავდნენ განაცემში, რომ ადამიანმა პირველ კვარტალში ერთხელ მაინც მიიღო ხელფასი, დღეს ხედავენ, რომ აღარაა ეს ადამიანი განაცემში და კომპანია არ წარადგენს მის მონაცემებს. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც, ნებისმიერ პერიოში, 1-ელ ივნისამდე შეუწყდა ხელფასი, უნდა წარმოგვიდგინოს ასეთი დასაქმებულის შესახებ ინფორმცია“, – განაცხადა ფინასთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანმა დამსაქმებლებს მოუწოდა, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია იმ დასაქმებულების შესახებ, ვისაც სახელმწიფოსგან 6 თვის განმავლობაში ჯამში 1 200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი ეკუთვნით, რათა დროულად მოხდეს დახმარების გაცემა.

admin
ავტ.: admin მაისი 21, 2020 13:30

Google სტატისტიკა


2,461
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics