ივანე მაჭავარიანი: ყველანაირად ვცდილობთ სრული „ლოკდაუნი“ ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური პერიოდია საცალო ვაჭრობის სფეროში

news
ავტ.: news ნოემბერი 24, 2020 11:52

ივანე მაჭავარიანი: ყველანაირად ვცდილობთ სრული „ლოკდაუნი“ ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური პერიოდია საცალო ვაჭრობის სფეროში

ყველანაირად ვცდილობთ სრული ლოკდაუნი, სრული ჩაკეტვა ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური პერიოდია საცალო ვაჭრობის სფეროში, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იოლი არ არის გადაწყვეტილებების მიღება და ხელისუფლება ცდილობს იპოვოს გამოსავალი.

„ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ სრული ლოკდაუნი, სრული ჩაკეტვა ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში, რომელიც ყველაზე აქტიური პერიოდია საცალო ვაჭრობის სფეროში წლის განმავლობაში, მაგრამ ამავდროულად სამწუხაროდ, გვაქვს ყველაზე მაღალი გავრცელების პერიოდი, ეს ორი რამე დაემთხვა. სამწუხაროდ, იოლი არ არის გადაწყვეტილებების მიღება და ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

news
ავტ.: news ნოემბერი 24, 2020 11:52