ივანე მაჭავარიანი : 50 ათასი ტურისტი ეკონომიკისთვის ზღვაში წვეთია, ეპიდაფეთქების შანსი კი დიდია

admin
ავტ.: admin ივლისი 2, 2020 13:00

ივანე მაჭავარიანი : 50 ათასი ტურისტი ეკონომიკისთვის ზღვაში წვეთია, ეპიდაფეთქების შანსი კი დიდია

50 ათასი ტურისტი რომ შემოვიდეს ეს პრაქტიკულად ზღვაში წვეთია ეკონომიკისთვის, მარტო 1% დაინფიცირებული რომ იყოს, სერიოზული გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს – ეს გაცხადება რამდენიმე წუთის წინ ფინანსთა მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

“ევროკავშირიდან ფრენები საჰაერო მიმოსვლით რა რაოდენობაც შეიძლება ჩამოვდეს, ეს არის მცირე რაოდენობა. ეს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, როცა ტურისტი არ გვყავს, მაგრამ ძალიან მცირედია იმისი, თუ რა გვქონდა შარშან და რა მოლოდინი გვქონდა წლის დასაწყისში. ეპიდემიის თვალსაზრისით რისკის კუთხით საკმაოდ მაღალი რისკია. 50 ათასი ტურისტი რომ შემოვიდეს ეს პრაქტიკულად ზღვაში წვეთია ეკონომიკისთვის, მარტო 1% დაინფიცირებული რომ იყოს, სერიოზული გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს, შეზღუდვებიც რომ არ დავაწესოთ და არ ვაწესებთ, გავრცელების დროს, ადამიანი თვითშეზღუდვას აწესებს. ამ შემთხვევაში, რისკი და სიკეთე მაინცდამაინც არ ბალანსდება. ეს არ ნიშნავს, რომ არ გავხსნით საერთოდ, სიფრთხილით მოვეკიდებით და შევეცდებით, რომ ან ქვეყნები შეირჩეს სწორად, ან ტესტირება თუ სხვა უსაფრთხოების წესები ისე დადგინდეს, რომ პირველ რიგში, ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და მეორე რიგში ხელი შევუწყოთ მიმოსვლას. დარწმუნებული ვარ, შემდეგი 2 თვისთვის ეს ადეკვატური მიდგომაა”,-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

admin
ავტ.: admin ივლისი 2, 2020 13:00