ივანე კაჭარავას ქუჩის მონაკვეთზე გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამჯერად, ასფალტის საფარი ივანე კაჭარავას გზის მონაკვეთზე იგება. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, 110 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. რის შემდეგაც, დაახლოებით, 1 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი ეწყობა.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „იბერი“ ახორციელებს, 90 000 ლარამდე არის გათვალისწინებული.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს ის, რომ ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, კვლავ უნდა დავიცვათ წესები და სოციალური დისტანცია
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – ოპოზიციის სრული კონსენსუსის გარეშე საარჩევნო პროცესში შესვლა ხელისუფლებისთვის მძიმე იქნება