ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი N1 უნივერსიტეტია რეგიონში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი N1 უნივერსიტეტია რეგიონში:

მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების ცენტრის (Center for World University Rankings  cwur.org) 2024 წლის მონაცემებით ( http://cwur.org/2024.php), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს მასშტაბით ტოპ 5 პროცენტში შედის და 20 966 უნივერსიტეტს შორის 1047-ე ადგილზეა. ამავე რანჟირებით თსუ კვლავ ლიდერი უნივერსიტეტია საქართველოში.

თსუ QS World University Rankings-ის რანჟირებაში # 801-850 პოზიციაზეა. QS EECA University Rankings 2024 წლის რეგიონულ რანჟირებაში თსუ 118-ე ადგილს იკავებს.

Webometrics-ის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების 4%-ში (1467-ე ადგილი მსოფლიოს 35 038 უნივერსიტეტს შორის), ხოლო ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების 9%-ში (560-ე ადგილი ევროპის 6 036 უნივერსიტეტს შორის) შევიდა, კავკასიის რეგიონში კი  პირველ ადგილს იკავებს.

U.S.News&World Report-ის 2022-2023 წლის რანჟირებაში (Best Global University Ranking) თსუ 776-ე ადგილს იკავებს.

თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში (Times Higher Education World University Rankings) თსუ 1501+ პოზიციას იკავებს.

Round University Ranking 2022 წლის რანჟირებაში თსუ 763-ე პოზიციაზეა; Shanghai Academic Ranking of the World Universities ( ფიზიკის მიმართულება) 2022 წლის რანჟირებაში 201-300 პოზიციას იკავებს.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი – მე ვარ ის, ვინც შექმნა ნატო, მომავალი და ის, ვინც პუტინი გააჩერა
შემდეგი სტატიამედვედევს სასიკვდილო დაავადება დაუდგინეს: დიაგნოზი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ გამოაცხადა