ივანე ჩხაიძე: ომიკრონ შტამის წინააღმდეგ ბუსტერ დოზა ეფექტურია და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძის თქმით, დღეს დადასტურებული შემთხვევების უკან ომიკრონ შტამია. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის კოვიდ მონაცემი საგანგაშო არ არის და დადებითი ტენდენცია შეინიშნება.

ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ პანდემიის მეხუთე ტალღამ პიკი გადაიარა და ქვეყანა ახლა მეხუთე ტალღის ჩამთავრების სტადიაშია. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მიმდინარე კვირის მონაცემები. ივანე ჩხაიძის თქმით, ომიკრონ შტამის წინააღმდეგ ბუსტერ დოზა ეფექტურია და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პარტია „საქართველოსთვის“ მხარს არ დაუჭერს
შემდეგი სტატია2022 წლის 1 იანვრიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა