15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ივანე ჩხაიძე: კორონავირუსის ახალი ვარიანტი “ციკადა” 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული და ძირითადად ბავშვებში მიმდინარეობს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ კორონავირუსის ახალ ვარიანტ „ციკადაზე“ საუბრისას განაცხადა, რომ ჯერ საქართველოში არ დადასტურებულა.

„ფაქტია, ბოლო თვეებია კორონავირუსის სხვა ვარიანტს შორის „ციკადას“ გავრცელება ერთ-ერთი ყველაზე ხშირია.

„ციკადა“ არის მწერი, რომელსაც შეუძლია მატლის სახით 12-14 წელი იყოს მიწაში და შემდეგ დაიწყოს ცხოვრება. ასეა კორონავირუსიც, წელიწადზე მეტი გაჩერებული იყო, არ ამჟღავნებდა აქტიურობას, მაგრამ ბოლო 3 თვის განმავლობაში შემთხვევებმა მოიმატა და ძალიან ბევრ ქვეყანაში გახდა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გავრცელების. ის „ომიკრონის“ ქვევარიანტია.

„ციკადა“ 30-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ვერ გეტყვით, საქართველოში არის თუ არა დადასტურებული მისი არსებობა.

მას მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს, თუმცა არის მეტად გადამდები. სიმპტომები კი სტანდარტულია: ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხველა, ცხვირიდან გამონადენი. აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და მას გამოარჩევს ის, რომ სხვა ასაკთან შედარებით, ბავშვებში უფრო მეტად არის გავრცელებული.

იცით, რომ კორონავირუსის თავდაპირველი ვარიანტი უფრო მეტად მოზრდილებში იყო გავრცელებული. ახლა, არის მოსაზრება, რომ ახალი ვარიანტი ბავშვებში უფრო მეტად არის გავრცელებული. ბავშვებში გაციების სიმპტომატიკა იწვევს და განსაკუთრებული სიმძიმით არ მიმდინარეობს“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ამასთან, როგორც მან განმარტა, ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ძალიან ცოტაა და ის 3%-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიზახაროვა: თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება არამეგობრული ქვეყნების სიაში შეყვანა მოგვიწევს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ეს არის უკიდურესად მავნებლური და განუმეორებლად სულელური კანონების მიღების ანატომია