ივანე ჩხაიძე გრიპის სიმპტომების მქონე პირებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

ივანე ჩხაიძე გრიპის სიმპტომების მქონე პირებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„ქვეყანაში გრიპი დომინანტური გახდა. გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა. ძირითადი ვირუსი, რომელიც ცირკულირებს არის A ტიპის ვირუსი – H1, პანდემიური და მეორე ადგილზე, შედარებით ნაკლები ინტენსივობის, ეს არის H3, ესეც A ტიპის ვირუსს მიეკუთვნება.

H1-ს და H3-ს ერთი და იგივე სიმპტომები აქვს:

✔️ ტემპერატურა – 38 და მეტი

✔️ თავის ტკივილი

✔️ სახსრების ტკივილი

✔️ კუნთების ტკივილი

✔️ ყელის ტკივილი

რისკის ჯგუფები იგივეა, რაც ვაქცინაციის დროს – ეს არის 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები და 65 წელს გადაცილებული პირები ქრონიკული დაავადებებით.

რეკომენდაცია ეხება სიმპტომურ მართვას. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში (38 და მეტი) სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება, ეს შეიძლება იყოს ჩაი, წყალი, ახლად მომზადებული წვენი.

აუცილებლად დარჩით სახლში. გრიპი გადამდებია და ბავშვი თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია, ამიტომ თუ თქვენ ეს ნიშნები გაქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩეთ სახლში“ – აცხადებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კომპანიების უმეტესობას ბენზინის მარაგი ამოეწურათ
შემდეგი სტატიაგებრეისუსი – „კოვიდ-19“, გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები მატულობს, გააგრძელეთ ნიღბების გამოყენება, დარწმუნდით, რომ გაიარეთ ტესტირება და აცრები გაქვთ ჩატარებული