ივანე ბურდული: დღეს პირველი რეისი წყოუში-ფახულანი-ლია-ეწერი-წალენჯიხა განხორციელდა

თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, პრაქტიკულად, პირველად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ ხალხისთვის ახალი პროექტი დაიწყო.
კერძოდ, კვირაში ორჯერ მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებს.
უფასო მგზავრობა შესაძლებელი იქნება შემდეგ მარშრუტებზე:
1. ერისწყალი-მუჟავა-ჭალე-ფოცხოეწერი-ჯვარი-ოჭანე-ზედა საჩინო-წალენჯიხა;
2. სქური-ჯგალი-წალენჯიხა;
3. წყოუში-ფახულანი-ლია-ეწერი-წალენჯიხა;
4. ჩქვალერი-ნაგურუ- საჩინო- წალენჯიხა.

დღეს კი  წყოუში-ფახულანი-ლია-ეწერი-წალენჯიხა რეისი განხორციელდა.

როგორც წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ ვანო ბურდულმა “თაიმერს” განუცხადა,ეს საპილოტე პროგრამაა, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.მისივე განცხადებით, ასევე იგეგმება სხვა მარშრუტების განხორციება.

არსებული ინფორმაციით, უფასო მგზავრობის საპილოტე პროგრამა წალენჯიხის მერიას 20 000 ლარი დაუჯდება.

აღსანიშნავია, რომ უფასო მგზავრობის პორგრამა, რომელსაც წალენჯიხის მერიამ დაიწყო, მხოლოდ საქართველოში კი არა, არამედ, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტოა და ამ პროგრამითაც ამტკიცებს ადგლობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება, რომ წალენჯიხა ნამდვილად დემოკრატიის ჰაბია, ჰაბი, რომელიც პირად კი არა, ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს და ფიქრობს!

banner
წინა სტატიაშიუილიამ ბერნსი – რუსეთი, შესაძლოა, შავ ზღვაში „ცრუ დროშის“ ოპერაციას ამზადებდეს
შემდეგი სტატიაიგორ სტრელკოვი (გირკინი) დააკავეს