ზაპოროჟიის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ინფორმაციას ავრცელებს, რუსეთის იერიშის შედეგად ზაპოროჟიეში ხუთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორნაციას ავრცელებს.
„უკვე ხუთი დაღუპული და ათი დაშავებულია. იზრდება მსხვერპლის რაოდენობა მტრის თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეზე. კერძო სახლის ნანგრევებიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს. ამგვარად, დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. სამედიცინო დახმარება ათ ადამიანს დასჭირდა“, – დაწერა მან სოციალურ ქსელებში.
ფედოროვის თქმით, ზაპოროჟიეს ოლქში ბალისტიკური რაკეტებით დარტყმების საფრთხე კვლავ არსებობს.















