ივან პავლოვი კრემლის რეპრესიებს საქართველოში გამოექცა

კიდევ ერთი რუსი პოლიტიკური ემიგრანტი საქართველოში – უფლებადამცველი და ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ადვოკატი, ივან პავლოვი კრემლის რეპრესიებს საქართველოში გამოექცა.

ინფორმაციას თავად პავლოვი “ტელეგრამის” არხზე ავრცელებს და წერს, რომ რეპრესიების გამო იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

“სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაწესებული აკრძალვები ჩემს მუშაობას თანდათან შეუძლებელეს ხდიდა…აკრძალვები არ ეხებოდა მხოლოდ ერთ რამეს – ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას, ეს იყო ნიშანი, რომელიც მიუთითებდა გამოსავალზე”, – დაწერა მან “ტელეგრამზე”.

ივან პავლოვი ამბობს, რომ ის მის საქმიანობას მაინც გააგრძელებს და რუსეთში დაბრუნდება.

ივან პავლოვის წინააღმდეგ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო რაც ძალოვანი სტრუქტურა მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში, მოწმეების დაშინებასა და ოპოზიციის წევრების გამოგონილი ბრალდებებით დაკავებაში ამხილა. შეგახსენებთ რომ კრემლის მიერ ოპოზიციის წინააღდეგ განხორცილებული ბოლოდროინდელი რეპრესიების გამო საქართველოს თავი რამდენიმე ასეულმა პოლიტიკურმა ემიგრანტმა უკვე შეაფარა.

banner
წინა სტატიაშიმუნი: კმაყოფილი ვარ, რადგან დღეს კონგრესმა მიიღო შესწორება, ასიგნებების კომიტეტში და ამ შესწორებაში საუბარია საქართველის მხარდაჭერაზე
შემდეგი სტატიაჩიხლაძე – „ქართულმა ოცნებამ“ მორიგ ჯერზე დაარღვია შეთანხმება