13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

ივა ჭყონია ასახელებს გზას, რომელიც “ბიზნესს დროებით ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს”

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, ბიზნესმენი ივა ჭყონია ასახელებს გზას, რომელიც “ბიზნესს დროებით ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს”.

“საწვავის ფასი ძალიან სენსიტიურია და პირდაპირ პროპორციუალდ აისახება სურსათის ფასებზე, იმიტომ, რომ ლოჯისტიკას აქ უჭირავს ლომის წვლილი. აქ, რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი სახელმწიფოს მხრიდან, რომ თუნდაც გარკვეული პერიოდით მოხდეს მორატორიუმი აქციზთან დაკავშირებით, დროებით ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს ბიზნესს, სანამ ფასები მაღალია და ფასები დარეგულირდება. ეს იყო დადგმული შოუ და ბოლოს მივიღეთ ის, რომ თურმე არც “ბიგფორი” არ სჭირდებათ, რომ შეისწავლონ, რეალურად რა პრობლემებიც არის და ისევ ხელს იშვერენ კონკურენციის სააგენტოსკენ, რომელიც ისედაც ვალდებული იყო, რომ ბაზარზე გაეწია კონტროლი. ასე, რომ ეს იყო უბრალოდ უნიჭოდ დადგმული შოუ”, – ამბობს ივა ჭყონია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის მაღალჩინოსანი: ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება