IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში მისიას გადაიბარებს

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა უკვე ავღანეთშია.

ბატალიონს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე და აშშ-ის არმიის ტაქტიკური დაჯგუფება “სოლიდის” მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზაქარია მილერი დახვდნენ.

ქართველი სამხედროები აშშ-ის არმიის სარდლობის დაქვემდებარებაში “მტკიცე მხარდაჭერის” სამშვიდობო მისიას 6 თვის მანძილზე შეასრულებენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, როტაციის წესით, V ქვეითი ბრიგადის 51-ბატალიონს ჩაანაცვლებს. მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მოგვიანებით გაიმართება.

43-ე ბატალიონთან ერთად სამშვიდობო მისიაში პირველად ჩაერთვება ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეული. ქართველი სამხედროები 6 თვის განმავლობაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს განახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.

banner
წინა სტატიაშიღონღაძის გამტაცებელი კოლონიაში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: მთავრობის წევრები ვალდებული იყვნენ მუხათგვერდში დაკრძალვაზე ყოფილიყვნენ