იუვალ ფუქსი: ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთობლივი მუშაობაა საჭირო

ISIS-ის ქართველი წევრების მუქარის შესახებ დღეს თბილისში ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა, ისაუბრა. მისი განცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლა ერთობლივი მუშაობის შედეგად უნდა მოხდეს რათა ის შედეგიანად დასრულდეს.

„ვადევნებთ თვალს გავრცელებულ ინფორმაციას რომელიც საქართველოში ISIS-ის შესაძლო მუქარასა და საფრთხეს უკავშირდება. მე წარსულშიც ბევრჯერ მითქვამს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთობლივი მუშაობაა საჭირო. საქართველოსა და ისრაელს მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ და ერთად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა,“- განაცხადა ელჩმა იუვალ ფუქსმა.

ისრაელის ელჩმა ასევე ისაუბრა გასულ კვირას მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოსდა საქართველოში ჰესბოლას მებრძოლი იმყოფებოდა.

„გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, ჰესბოლას მებრძოლის საქართველოში შესაძლო ყოფნასთან დაკავშირებით. უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობს. მე შევხვდი ბატონ იზორიასაც და ვაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს არის ერთადერთი გზა ტერორიზმზე გასამარჯვებლად,“- აცხადებს ისრაელის ელჩი.

banner
წინა სტატიაშიგუშინ გამოქვეყნებული ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის მამუკა ანთიძის მამა ამბობს, რომ მისი შვილი საზღვრის გადაკვეთისას აღრიცხვაზე იყო
შემდეგი სტატიასოციალურ ქსელში სავარაუდოდ სირიაში დაღუპული რუსი მფრინავის ვიდეო ვრცელდება