იუსტიციისა და სამოქალაქო ინტერგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით კონფერენცია – „ჰიბრიდული ომი და ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში“ ჩატარდა

ახალგაზრდების, სამოქალაქო და საჯარო სექტორის მონაწილეობით კონფერენცია – „ჰიბრიდული ომი და ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში“ ჩატარდა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტერგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა ნანა გაბელიამ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა საბა ფიფიამ.
ნანა გაბელიამ შეხვედრის მონაწილეებს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელება. დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მოვლენების ობიექტური გაშუქება უპირველესია კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესში. ახალგაზრდები სწორედ ის ძალაა, რომელმაც აქტიურად უნდა იმოქმედოს ჰიბრიდული ომის ყველა მიმართულებით. მინისტრის აპარატი მომავალშიც აქტიურად იმუშავებს ამ საკითხებზე“- აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, მინისტრის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ახალგაზრდების ხელშეწყობაა. ,,არსებულ რეალობაში, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ სწორედ ახალგაზრდობას და მათ პროცესებში ჩართულობას ვეყრდნობით. ასევე, აქტიურად უნდა გავაძლიეროთ დიასპორების როლი სამშვიდობო პროცესებში“.
პანელურ დისკუსიებში აქტიურად მონაწილეობდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მინისტრის „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრები და მოწვეული სტუმრები.

banner
წინა სტატიაშიორბანი – ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული „ატომური ბომბის“ ტოლფასი იქნება
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – 21-ე საუკუნეში “ევროპის სახალხო პარტიის” მოწოდება არ უნდა გვჭირდებოდეს, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში არ გარდაიცვალოს