იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატში იურიდიული კონსულტაციისათვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატში იურიდიული კონსულტაციისათვის ცხელი ხაზი ამოქმედდა
კორონავირუსთან დაკავშირებით, მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების შესაბამისად, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის დავალებით, ნებისმიერ იურიდიულ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციისა და მომსახურეობისთვის ამოქმედდა ცხელი ხაზი: (+995) 577 947 553; (+995) 577 947 817
ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, მინისტრის აპარატის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: justice@abkhazia.gov.ge

საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცხელ ხაზთან დაკავშირება მოქალაქეებს შეეძლებათ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან ნომერზე 143 ან 2371998 (საზღვარგარეთიდან +995 32 2371998), სადაც ნებისმიერ საკითხზე ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებენ. აფხაზეთიდან დევნილები, დისტანციურად შეძლებენ გააგზავნონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ნებისმიერი განცხადება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@abkhazia.gov.ge.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიაფხაზეთმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმში
შემდეგი სტატიარა საქმიანობებია დაშვებული საგანგებო მდგომარეობის დროს – მთავრობის დადგენილება