იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის ორგანიზებით იუსტიციის პროფესიული დღე აღინიშნა

11 ოქტომბერს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის ორგანიზებით იუსტიციის პროფესიული დღე აღინიშნა.
ღონისძიებაზე მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს აფხაზეთელი იურისტების ღვაწლს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, განსაკუთრებით აფხაზეთის ომისა და ომის შემდგომ პერიოდში.
კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და მთავრობის წარმომადგენლებმა მიმართეს.
საზეიმო მიღებაზე აფხაზეთელი ღვაწლმოსილი იურისტები ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობის სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები, სამართლის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიჩემი ხმა: ხელისუფლება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას უკანონო მეთოდებით ცდილობს
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძის განცხადებით, არ სჯერა, რომ 2016 წელს მასზე თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძისგან გაიცა