იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12-ვე მოსამართლე უვადოდ დანიშნა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12-ვე მოსამართლე უვადოდ დანიშნა. მოსამართლეებს, რომლებმაც 3-წლაინი გამოსაცდელი ვადა ამოწურტეს, დღევანდელ საბჭოს სხდომაზე უყარეს კენჭი. უვადოდ დანიშნული მოსამართლეთაგან ერთ-ერთია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ მოსამართლე ნატა ნაზღაიძე.ნაზღაიძის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესებას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსამართლეთა დანიშვნა კანონის შესამაბისად ხდება:

“როგორ ართმევს მოსამართლე გახმაურებულ საქმეებს თავს, ზოგადი შეკითხვები დასმული იქნა. არა მარტო იმ კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ვინც თქვენ გაინტერესებთ, არამედ სხვა მოსამართლეების მიმართაც. კონკრეტულ თემებზე საუბარი არ ყოფილა, მარტო რუსთავი 2-ის საქმეზე კი არა, არის სხვა გახმაურებული საქმეებიც. კონკრეტულად არ ყოფილა საუბარი, მაგრამ ზოგადად კითხვები დაისვა კანდიდატების მიმართ და ითქვა, რომ ისინი როგორ ართმევენ გახმაურებულ საქმეებს თავს და როდესაც არის საზოგადოების მაღალი ინტერესი, როგორ მოქმედებენ,” – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

14779244

banner
წინა სტატიაში“გოდერძი თევზაძე შეიძლება არ იყოს მკვლელი და ნამდვილი დამნაშავე თავისუფლია”- დემურ სტურუას დედა
შემდეგი სტატიაშალვა ხუციშვილი :ახალციხეში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ