იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს. მოსამართლეთა კონფერენციაზე კენჭისყრის პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ნიკოლოზ მარსაგიშვილი საქალაქო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარეა. კანონმდებლობის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობასთან სასამართლოს თავმჯდომარეობა შეუთავსებელია, ამიტომ მას აღნიშნული თანამდებობის დატოვება მოუწევს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მდივნის ვაკანტური ადგილი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გიორგი მიქაუტაძემ თანამდებობა დატოვა. ის უზენაესი სასამართლოს პლენუმმა სამოქალაქო საქმეთა პალატის თავჯდომარედ აირჩია. აღნიშნული თანამდებობა კი საბჭოს მდივნის თანამდებობასთან აღმოჩნდა შეუთავსებელი.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი აბსურდულს უწოდებს ბრალდებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის შენობის შტურმისთვის ემზადება
შემდეგი სტატია“გაუგებარია ოპოზიციური პარტიების მიერ სპექტაკლების დადგმა, კოალიციაში არ შევალთო, საერთოდ ვინ ეპატიჟებათ”