იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ თანამდებობა დატოვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დოლიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე დავაარსე მოძრაობა ხალხისთვის, რომელის უპირველესი ამოცანაა, საჯარო დღის წესრიგში შევიტანოთ ხალხის პრობლემები, რამდენიმე დღის წინ მე ხელი მოვაწერე მემორანდუმს ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ, რომლის მზიანია ჩამოართვას საჯარო დღის წესრიგზე მონოპოლია ორ უმთავრეს ძალას.

ამ პლატფორმის ხელმოწერის პროცესებთან დაკავშირებით, ჩემს მიმართ გამძაფრდა ორკესტირებული ბინძური PR კამპანია. ამოქმედდა სქემა 108. 108 საპარლამენტო ხმა და ბინძური პიარ კამპანიების მიზანია პირველი ყველა შესაძლებლობით არ დაუშვას საზოგადოებრივ დღის წესრიგში იმ ძალების შექმნა, რომელსაც შეუძლია ორი მთავარი პოლიტიკური ძალის დემონოპოლიზაცია.

ამ ბიძნურ PR კამპანიას არ წარმოუდგენია არც ერთი სმართლებრივი დოკუმენტი საუთარი კამპანიის მიზნების მხარდასაჭერად. ამ ბინძური PR კამპანიის მიზანია გააუფასუროს ის ბრძოლა, რომელიც ორი წლის განმავლობაში მქონდა ამ შენობაში. ამ ბიძNური PR კამპანიის მიზანია შექმნას სეირი იუსტიციის საბჭოში, რომელსაც პოპ-კორნით სიამოვნებით უყურებს კლანი და უყურებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2018 წლიდან იყო. მან ცოტა ხნის წინ ალეკო ელისაშვილთან. ლევან კობერიძესთან და ლევან იოსელიანთან ერთად პოლიტიკური პარტია შექმნა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მას მოუწოდებდნენ, რომ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების შემთხვევაში მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოში თანამდებობა დაეტოვებინა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის, რომ როგორც ყოველთვის ჩავატაროთ გამჭვირვალე, სამართლიანი და მაქსიმალურად დემოკრატიული არჩევნები, რომელიც კიდევ ერთი ნიშანი იქნება საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის მიმართულებით
შემდეგი სტატიათიბისი დაზღვევა – ლიდერი ავტოდაზღვევის საცალო ბაზარზე