იუსტიციის უმაღლესი საბჭო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად, კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას იწყებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად, კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას იწყებს. სხდომაზე, დღის წესრიგის მიხედვით, მეოთხე საკითხად იმ განაცხადების ფორმაზე მსჯელობა არის დაგეგმილი, რომლის მიხედვითაც, საბჭო უზენაეს სასამართლოში გამწესების მსურველთა განცხადებების მიღებას დაიწყებს, კანდიდატებს შეარჩევს და დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.

საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, დღეს არ გამოცხადდება განაცხადების მიღება, არამედ დღეს საბჭო, მხოლოდ განაცხადების ფორმაზე იმსჯელებს, რომელიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის შესარჩევი ფორმის მსგავსი იქნება. გიორგი მიქაუტაძის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი განაცხადების მიღება მიმდინარე კვირას დაიწყოს.

„ჩვენ კანონი გვავალდებულებს, რომ დავამტკიცოთ რეკომენდაციის სპეციალური ფორმა და სპეციალური კითხვარი, ასევე განაცხადის ფორმა და შეფასების ფორმები, რომლებიც არის ასევე სტანდარტული პროცედურები და ეს გათვალისწინებული არის პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებისთვისაც.

დღეს არ გამოცხადება განაცხადების მიღების პროცესი, თუმცა უახლოეს მომავალში ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამასაც გამოვაცხადებთ, ვინაიდან ესეც საკანონმდებლო ვალდებულება გახდა მას შემდეგ, რაც კანონი შევიდა ძალაში.

ლოგიკური არის, რომ გარკვეული პერიოდით ადრე ჩვენ ეს ფორმები დავამტკიცოთ და გახდეს საჯარო. იმისათვის, რომ სავარაუდო კანდიდატებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ და მოემზადონ და საკუთარი გეგმები ამის მიხედვით დააწყონ. უახლოეს კომავალში საბჭო იმსჯელებს განცხადების მიღების პროცესის გამოცხადების თაობაზე“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე ხონის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს
შემდეგი სტატია,,სოციალური მუშაკებისთვის მიცემული დაპირებები არ სრულდება”