იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას განაახლებს

იუსტიცის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება განახლდება.

გასაუბრებას დღეს სამი კანდიდატი გაივლის: საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, მოსამართლე მაია ვაჩაძე, 17.00 საათზე კი იუსტიციის უმაღლესო საბჭოს წევრების კითხვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე უპასუხებს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსმენებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დააკვირდებიან.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართელობის კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო. გასაუბრების დასრულების შემდეგ საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.

banner
წინა სტატიაშიპირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოებსა და პრობაციის სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაში ვაკანსიები ცხადდება
შემდეგი სტატიაპირი, რომელიც ირანის მოქალაქეს ქართულ პასპორტის ფულის სანაცვლოდ პირდებოდა დააკავეს