იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ განწესებული მოსამართლეების ნუსხას აქვეყნებს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ფარული კენჭისყრით სამწლიანი ვადით დანიშნული 37 მოსამართლე უვადოდ განაწესა.

მათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 79(4) მუხლის საფუძველზე უვადოდ განწესების თაობაზე მიმართეს. საქართველოს პირველი არხი დღეს განწესებული უვადო მოსამართლეების ნუსხას სხვადასხვა სასამართლოებში სრულად გთავაზობთ.

1. გოჩა აბუსერიძე – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
2. თამარ ბეჟანიშვილი – ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
3. თეა ბერაია – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
4. ლალი ბესტავაშვილი – ხაშურის რაიონული სასამართლო
5. ნინო გერგაული – გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
6. ნანა დარასელია – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
7. ნინო ელიეშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
8. არარატ ესოიანი – ახალქალაქის რაიონული სასამართლო
9. თამარ ზამბახიძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
10. ეკა ზარნაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
11. ლუიზა თოდუა – ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბორჯომის მუნიციპალიტეტში
12. მურთაზ კაპანაძე – სამტრედიის რაიონული სასამართლო
13. ჯემალ კოპალიანი – ბოლნისის რაიონული სასამართლო
14. ბადრი კოჭლამაზაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
15. ზაალ მარუაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
16. დავით მგელიაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
17. დალი მეტრეველი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
18. ლაურა მიქავა – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
19. ლელა ნოზაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
20. ანაიტ ოგანესიანი – ახალაქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში
21. დავით პაპუაშვილი – გორის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე კასპის მუნიციპალიტეტში
22. თამარ სვანიძე – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
23. მარინა სირაძე – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
24. ლილი ტყემალაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
25. გიორგი ქაშაკაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
26. გელა ქირია – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
27. ლაშა ქოჩიაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
28. სოსო ღურწკაია – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
29. შორენა ყაველაშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
30. ანა ჩოგოვაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
31. მალხაზ ჩუბინიძე – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში
32. ლაშა ჩხიკვაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
33. თეა ძიმისტარაშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
34. მევლუდ ხათაშვილი – ხაშურის რაიონული სასამართლო
35. თამარ ხაჟომია – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
36. შორენა ჯანხოთელი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
37. ქეთევან ჯაჭვაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

banner
წინა სტატიაში„არქის“ დამფუძნებელი – როგორც პრემიერმა შეხვედრაზე აღნიშნა, იქნება მაქსიმალური ჩართულობა, 24 საათიანი პირდაპირი კომუნიკაცია და ინვესტიციების მხარდაჭერა
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციამ რეგიონებში ერთიანი მომსახურების კონცეფციის დანერგვა დაიწყო