იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის დამოუკიდებელ ინსპექტორს აირჩევს

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც დამოუკიდებელი ინსპექტორის კონკურსზე დარეგისტრირებულ კანდიდატებს უყრიან კენჭს. კანდიდატების რაოდენობა 17-ია, საბჭომ ინსპექტორი 5 წლიანი ვადით ხმათა უმრავლესობით უნდა აირჩიონ.
დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნა მართლმსაჯულების სისტემის ე.წ. მესამე ტალღის ფარგლებში გადაწყდა. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს მიიღო. კანონპროექტის ინიციატორი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იყო.

დამოუკიდებელი ინსპექტორის ფუნქცია დისციპლინური სამართალწარმოებისას პირველადი მოკვლევის ჩატარებას გულისხმობს. რაც შეეხება იმას, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს დამოუკიდებელი ინსპექტორი, კანონის თანახმად, ინსპექტორს, სულ მცირე, უნდა ჰქონდეს იურიდიული განათლება, 5 წლით სპეციალობით მუშაობის სტაჟი და მაღალი რეპუტაცია.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ სამცხე-ჯავახეთში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 11 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიასოფელ გრიგოლეთში ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა