იუსტიციის უმაღლესი საბჭო R2-სთვის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარების საკითხს შეისწავლის

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარების საკითხს შეისწავლის. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საბჭოს წევრმა, ლევან თევზაძემ ისაუბრა.

“არის კონკრეტული პრეტენზიები, გვექნება მასალები, განვიხილავთ ამ ყველაფერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატში და მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მოსამართლემ.

კონკრეტულად საკითხზე კომენტარისგან კი მოსამართლემ ტავი შეიკავა და განაცხადა, რომ მას გადაწყვეტილების შეფასება არ შეუძლია, რადგან იგი სისხლის სამართლის მოსამართლეა და არა სამოქალაქო სამართლის.

banner
წინა სტატიაშიადვოკატები: დღემდე არ არის დადგენილი კავკასიური აღნაგობის პირის ვინაობა, რომელიც კიწმარიშვილის სახლთან ფიქსირდება
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი: კიწმარიშვილის საქმეზე კითხვები არსებობს, ვიწყებთ მასალების შესწავლას