“იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის სამჭედლო სკოლად ჩამოყალიბდა”- ანა დოლიძე

სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ არამოსამართლე წევრები. მათი განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის სამჭედლო სკოლად ჩამოყალიბდა.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატებსა და კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრაზე, დაგეგმილია იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრაც.

„მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის კადრების სამჭედლო ამზადებს კადრებს იმისთვის,რომ შეავსოს მურუსიძე-ჩინჩალაძის მიერ მართული სასამართლო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ არ განახლდეს დანიშვნები, ტუ განახლდება საბჭოს ძალიან გაუჭირდეს ხალხის დანიშვნა. ჩვენ არ ავიღებთ პასუხისმგებლობას, რომ დანიშვნებით სასამართლოში შევა სუფთა და კომპეტენტური ხალხი,“-აცხადებს საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

banner
წინა სტატიაში2018 წელს ხელთუბნის გზაზე გარდაცვლილი მერებაშვილის სიკვიდლის მიზეზი ექსპერტიზების დასკვნის თანახმად, შესაძლოა გამოწვეულიყო ავტომანქანის გადავლის შედეგად
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძეს დღეს პარლამენტში მოუსმენენ