იუსტიციის სამინისტროსთან აქციაა

ამ წუთებში იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქცია იმართება. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილები.

“სიჩუმე მკვლელობაა” “შეწყვიტეთ მკვლელობა” “თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს” – აქციის მონაწილეებს ადგილზე ამ წარწერებით ბანერები აქვთ გაშლილი. ისინი ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერენ თუ არა.

“მე არ ვარ თანახმა მშვიდად ვუყურო, როგორ კვდება მესამე პრეზიდენტი, არ შეიძლება ადამიანის მკვლელობას ვუყუროთ გულგრილად” – თქვა ჟურნალისტმა, ნინო ჯანგირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძემ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა
შემდეგი სტატიახვიჩია – მოწოდებების გამო ხალხის დაჭერა მოსულა ან არ მოსულა