იუსტიციის სამინისტროს სიპებ-ში 200-მდე ადამიანის შემცირება იგეგმება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გამორცხავს, რომ სამინისტროს სიპ-ების 200-მდე თანამშრომელს რეორგანიზაცია შეეხოს.

კადრების შემცირების თემაზე თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ისაუბრა.

“სადაც 10%-ით შემცირების საშუალება იყო, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ეს უკვე გაკეთდა. მაგალითად იუსტიციის სამინისტროს დიდ სიპებ-ში. 10% იყო მინიმუმი, რომელზეც მინისტრები პრემიერ-მინისტრთან შევთანხმდით”,-აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროში ხელფასების შემცირება არ ხდება, უქმდება ძალიან ბევრი ვაკანსია, მაგრამ იმ შემთხვევაში, სადაც ეს გამართლებულია.

“მაგალითად, დეპარტამენტში, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს იცავს ჰააგის გამოძიების პროცესში, ვაკანსიები შენარჩუნდა და არაფრის ფასად არ გაუქმდება.სხვაგანაც შევინარჩუნეთ თავისუფალი ადგილები, რადგან სახელმწიფო ინტერესს ამ ვაკანსიის შევსება შეიძლება დასჭირდეს. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციას ჰქონდა გამომძიებლის რამდენიმე ვაკანტური პოზიცია. რამდენიმე მათგანი გაუქმდა, რადგან არ ვვარაუდობთ, რომ ეს შეიძლება გაისად დაგვჭირდეს”,-განმარტა წულუკიანმა.

გარდა ამისა, წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დაახლოებით 5 500 საჯარო მოხელეა, არა არის გამორიცხული, რომ ამათგან 200-მდე ადამიანი, შეიძლებას ნაკლებიც, სხვადასხვა სიპებ-იდან მოყვნენ რეორგანიზაციაში.

“ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა. როცა დაიწყება, პროცესი იქნება გამჭვირვალე”,-აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიე.წ კაბელების საქმეზე ბრალდებულების შეწყალების საქმე პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის
შემდეგი სტატიაპრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჩაერთოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში – კობახიძე