იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“ დღეს საპილოტე რეჟიმში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ასრულებს სამუშაოს

იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“ დღეს საპილოტე რეჟიმში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ასრულებს სამუშაოს.

სამინისტროს ახალი მომსახურებით ისარგებლეს როგორც ლიის ასევე მეზობელი ადმინისტრაციული ერთეულების მცხოვრებლებმა. აქვე კოვიდბარათი აიღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ცოტნე შონიამ და ლიის საექიმო ამბულატორიის ექიმ-პედიატრმა დინარა კვარაცხელიამ. „მობილური იუსტიციის სახლი საპილოტე რეჟიმში პირველ ეტაპზე 5 „მობილური იუსტიციის სახლი“ 6 რეგიონში კვირაში ერთხელ ივლის, საბოლოოდ კი, პროექტი საქართველოს ყველა იმ სოფელს დაფარავს, სადაც სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე – ნარკოტესტის ჩაბარების ყველანაირი ვადა გავიდა, დღეს თუ ვინმე გაიქცევა და ჩააბარებს, კიდევ მესმის
შემდეგი სტატიამუხიანში, ვაშაკიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი მოეწყო