იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ორი პირი დააკავა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 4 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N086040619001 საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 3781 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 04 ივნისს, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადდნენ მოქალაქეები დ.შ. და ლ.ფ., რომლებმაც მოითხოვეს მათ მიერ წარდგენილი ამანათის გადაცემა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული ერთ-ერთი მსჯავრდებულისთვის. ამანათის შემოწმებისას, მასში მოთავსებულ ფეხსაცმელში აღმოჩნდა 4 (ოთხი) ცალ პოლიეთილენის პარკში დაფასოებული შავი ფერის ნივთიერება“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აქტიური ხელშეწყობით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის – ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობისა (სსკ-ის 19,3781 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნენ მოქალაქეები დ.შ. და ლ.ფ.

„იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას“, – აღნიშნავენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირზე ნინო ქათამაძე მივიდა
შემდეგი სტატიაგახარიამ ივანიშვილს ჩუბინიძის მაკომპრომეტირებელი მასალები გადასცა