იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თამაზ ახობაძემ უწყებას დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო

იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თამაზ ახობაძემ უწყებას უზენაეს სასამართლოში დავა უკვე მეორედ მოუგო – იუსტიციის სამინსიტროს კიდევ ერთხელ დაევალა ახობაძის სამსახურში აღდგენა და მისთვის განაცდურის ანაზღაურება.

თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მათი სარჩელი სამივე ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა, თუმცა განკარგულება ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება.

მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა, თუმცა უწყების ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო.

„გავიარეთ სამივე ინსტანცია სასამართლოსი და მოვიგეთ დავა, რაც გულისხმობს იმას, რომ აღგვადგინონ მაშინდელ დაკავებული თანამდებობაზე უნდა ჩაგვირიცხონ განაცდური სრულად, უნდა ავიღო სარეზოლუციო ფურცელი უზენაესი სასამართლოდან და მივდივარ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რომ დაიწყოს აღსრულება“ – იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი თამაზ ახობაძე.

banner
წინა სტატიაშიმოზარდების მკვლელობის საქმე – საგამოძიებო კომისია სავარაუდოდ, მიხეილ კალანდიას გამოჰკითხავს
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძეს მეუფეები არ შეხვდებიან – ადვოკატის ვარაუდით შეხვედრა კონკრეტულმა პირებმა ჩაშალეს