იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბათუმში “თანასწორობის მოძრაობის” ორი წევრის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, გამთენიისას, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ ბულვარში, კლუბ „სოჰოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელი პირები ერთმანეთს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ. ორი მოქალაქე, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, დაეცვათ წესრიგი, სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს”.

სამინისტროს ინფორმაციით, ამის შემდეგ პოლიციელებმა 1990 წელს დაბადებული ლ.ბ. და 1989 წელს დაბადებული თ.კ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

“სამართალდამცველებისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც განაგრძობდნენ. ალკოტესტით შემოწმების შედეგად, ლ.ბ.-ს და თ.კ.-ს ალკოჰოლური თრობა დაუდგინდათ. პოლიციის განყოფილებაში ლ.ბ.-მ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ კლუბ „სოჰოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დამნაშავის ამოცნობა შეეძლო. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. რაც შეეხება, აღნიშნული პირების მხრიდან პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ პრეტენზიას, საკითხს უკვე სწავლობს შსს-ს გენერალური ინსპეცია”-ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმამაკაცის წამებაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
შემდეგი სტატიაირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს