იუსტიციის სამინისტრო „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

იუსტიციის სამინისტრო „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„იუსტიციის სამინისტრო „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის და იურიდიული დასკვნის მომზადების მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. პირობების მიხედვით, მასში მონაწილეობა საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს შეუძლიათ. იურიდიული მომსახურების მიწოდების თაობაზე იუსტიციის სამინისტროს წინადადებები არაუგვიანეს 10 ივნისს უნდა წარედგინოს.

საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების ხელშეკრულების მიმოხილვა, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით შეფასება და იურიდიული დასკვნის მომზადება ევალებათ.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე პირისთვის აუცილებელია ჰესებთან დაკავშირებულ პროექტებზე მუშაობის სათანადო გამოცდილების ქონა.

ნამახვანჰესის პროექტთან რაიმე სახის შემხებლობის შემთხვევაში, განმცხადებელი ავტომატურად გამოეთიშება შერჩევის პროცესს“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიმამა ანდრია სარია – მიტროპოლიტ სტეფანეს, როგორც იტყვიან ,,გამჩენი არ ასვენებს” ან მისი ,,შემქმნელი” საპატრიარქო
შემდეგი სტატიამარიტა მუსელიანი – ვაპირებდით ანგარიშებისა და ხარჯის პირდაპირ გამოქვეყნებას