20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

იუსტიციის სამინისტრო: ლაითურის ციხეში კინოთეატრი და სპორტული მოედნები აშენდება

იუსტიციის სამინისტრო ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში მორიგ ინფრასტრუქტურულ სიახლეებს აანონსებს.

“უახლოეს პერიოდში დაწესებულებაში კინოთეატრი, ფრენბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის სპორტული მოედნები მოეწყობა, რაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს და მათთვის დამატებით საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ შესაძლებლობებს შექმნის.

ლაითურის პენიტენციური დაწესებულება მცირე ზომის, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი პირველი დაწესებულებაა საქართველოში, რომლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა სხვადასხვა კატეგორიის მსჯავრდებულთა უსაფრთხო და ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს. დაწესებულებაში ქალი და კაცი მსჯავრდებულები ერთ სივრცეში, ერთმანეთისგან იზოლირებულად, შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით არიან განთავსებული.
მაღალი სტანდარტის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საჭიროებაზე მორგებული არაერთი სივრცე ფუნქციონირებს, მათ შორის, ციფრული უნივერსიტეტი, სადაც მათ ონლაინ ლექციებზე დასწრება და უმაღლესი განათლების მიღება შეუძლიათ; ხანმოკლე, ხანგრძლივი და ვიდეოპაემნებისთვის განკუთვნილი სივრცეები, რომლებიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის; თანამშრომელთა და მსჯავრდებულთა მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით გახსნილია იუსტიციის სახლიც; სამედიცინო ნაწილი სრულად არის უზრუნველყოფილი შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით; მოწყობილია ინდივიდუალური სასეირნო და სარეაბილიტაციო სიცვრცეები ყველა ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულებისთვის.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს დიდი ზომის დაწესებულებების ეტაპობრივად მცირე ზომის, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული პენიტენციური დაწესებულებებით ჩანაცვლება წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ლაითურის №1 პენიტენციური დაწესებულებაც, რომელიც სრულად არის მორგებული როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ისე თანამშრომელთა საჭიროებებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო, ღირსეულ და თანამედროვე გარემოს”,_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.
banner
წინა სტატიაში“ეს კადრები არის სრული კატასტროფა”- ვის და რატომ სთხოვს სააკაშვილი ბოდიშის მოხდას
შემდეგი სტატიამიქანაძე ფარულავას: სტუდენტების ხელბორკილებით გაყვანა სამართალდამცველების რეაგირება იყო