იუსტიციის სახლთან იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება

იუსტიციის სახლთან იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება.

აქციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, შეუძლებელია მინისტრმა აირჩიოს დამოუკიდებელი პროკურორი, რადგან ის აუცილებლად იქნება მმართველი გუნდის გავლენების ქვეშ.

როგორც აქციაზე აცხადებენ, თეა წულუკიანი პასუხისმგებელია სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელიც მათივე შეფასებით, არ განახორციელა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, იუსტიციის მინისტრმა არ იზრუნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

banner
წინა სტატიაში23 წლის გოგოს თევზის კანისგან საშვილოსნო შეუქმნეს
შემდეგი სტატიაენტონი ბურდენმა სუიციდამდე უცნაური ფოტოები გამოაქვეყნა