იუსტიციის სახლი მუშაობას ახალი პრინციპით განაახლებს – სერვისით სარგებლობა წინასწარი დაჯავშნით იქნება შესაძლებელი

იუსტიციის სახლი ორთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობას ახალი პრინციპით განაახლებს. ფილიალში ვიზიტი აუცილებლად წინასწარ უნდა დაჯავშნოთ, რაც შესაძლებელი იქნება mygov.ge-ს ვებგვერდის მეშვეობით.

მოქალაქემ იუსტიციის სახლის ფილიალში მისვლისას თან უნდა იქონიოს პირბადე. შეზღუდულია ფილიალში შესვლა თანმხლებ პირებთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად.

“ვიზიტი შესაძლებელია დაჯავშნის შემდგომ. დაჯავშნისთვის კი უნდა მიმართოთ mygov.ge-ს მოქალაქის პორტალს. დაჯავშნის შემდგომ თქვენ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომლის საფუძველზეც მითითებულ დროს მობრძანდებით მითითებულ ფილიალში.

აუცილებელია, რომ გეკეთოთ პირბადე. თან არ უნდა გახლდეთ თანმხლები პირები და ასევე მცირეწლოვანი ბავშვები. ეს არის ის აუცილებელი პირობები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ სასურველი მომსახურეობა.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ მზა დოკუმენტის მიღებას თქვენ შეძლებთ ფოსტით და საჭირო აღარ იქნება განმეორებით მოსვლა იუსტიციის სახლში,” – აცხადებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე.

ასევე დღეიდან შესაძლებელია დაიგეგმოს ვიზიტები ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივ ცენტრებში, თუმცა სავალდებულოა, რომ ყველამ გაითვალისწინოს და მკაცრად დაიცვას არსებული რეკომენდაციები.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი : საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექვსი პაციენტი ეწერება
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში ახალი პაციენტები არ გვყოლია, იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს