იუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, იუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, გარდაბანში, იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა მთავრობის მეთაურს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

„პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, იუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა, ამ გადაწყვეტილებისთვის თქვენ პირადად, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია – საერთო ჯამში, განხილვით კმაყოფილი ვარ
შემდეგი სტატიაუახლოეს დღეებში დაიგეგმება ჩემი ვიზიტი – ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონზე