“იუსტიციის საბჭოს უნდა დავემშვიდობოთ” – გოგიჩაიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა საკუთარი განცხადებებით მოსამართლის მანტია გაიხადეს და პოლიტიკურ ველზე შემოვიდნენ, სადაც ვპირდებით, რომ წარმატებას ვერ მიაღწევენ – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

„ეს ადამიანები არ არიან სასამართლო, სასამართლო ის მოსამართლეები არიან, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში სამართალს ქმნიან. ესენი არიან ბიოროკრატიული აპარატი, რომელიც ცდილობს, გავლენა სასამართლოზე მოიპოვოს, რაც არ გამოუვათ. საკუთარი განცხადებებით მოსამართლის მანტია გაიხადეს და პოლიტიკურ ველზე შემოვიდნენ, სადაც ვპირდებით, რომ წარმატებას ვერ მიაღწევენ. საკითხი მალე ისე დადგება, რომ იუსტიციის საბჭოს უნდა დავემშვიდობოთ, რადგან ეს ადამიანები თავისი მორალით არ შეეფერებიან მოსამართლეებს. რეფორმა, რომელსაც გაზაფხულზე დავიწყებთ და კრიტერიუმებს გავწერეთ, გავრცელდება იმ მოსამართლეებზე, რომლებიც პირველ და მეორე ინსტანციაში იმყოფებიან. მორალური და პროფესიული კრიტერიუმებია. არ ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები მორალურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინაზი ჯანეზაშვილი : დიმიტრი გვრიტიშვილი არის უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატი და მისი განცხადებები ნდობას არ იწვევს
შემდეგი სტატიაზუგდიდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ ფილიალს დააყაჩაღეს