იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატები უმცირესობას ხვდებიან

ამ წუთებში საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები, იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებს ხვდებიან. დღევანდელ შეხვედრაზე მოწვეული იყო წევრობის 33-ივე კანდიდატი, თუმცა პარლამენტში მხოლოდ 22 კანდიდატი იმყოფება.
უმცირესობის შეკითხვები სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას, მართლმსაჯულებისადმის ნდობის საკითხს და ბოლო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს შეეხება.
„ევროპული საქართველო“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატებს გაესაუბრება იმ მთავარ საკითხზე, რაც აწუხებს საქართველოს სასამართლო ხელისუფლებას. ეს არის პრაქტიკულად განულებული ნდობა საზოგადოების მხრიდან და უმძიმესი კრიზისი და კლანური მმართველობა, რომელიც დამკვიდრებულია მართლმსაჯულების სისტემაში. ამაზე სამწუხაროდ არავინ საუბრობს,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან კითხვები აქვთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც. საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” აღმასრულებელი დირექტორის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი პრობლემებია, რადგან მისი თქმით, დღეს სასამართლო სისტემა კერძო ინტერესების მქონე ორგანიზაციად იქცა.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქცა გარკვეულწილად კერძო ინტერესების მქონე ორგანიზაციად, რომელიც არ წარმოადგენს ხელისუფლების რომელიმე შტოს. ჩემი აზრით, ის არ წარმოადგენს სასამართლო სისტემას. ვფიქრობ რომ ეს არის ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა, ხოლო სხვა საკითხები ის როგორ იღებს გადაწყვეტილებებს მაგალითად მოსამართლის შერჩევა დანიშვნასთან დაკავშირებით, მოსამართლის თანამდებობაზე განმწესების შემთხვევაში, ჩემი აზრით, ვერ უძლებს კრიტიკას,“-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ევროპულმა საქართველომ” პლებისციტის მოთხოვნით 150 ათასამდე ხელმოწერა შეაგროვა
შემდეგი სტატიაომბუდსმენს თეატრალური უნივერსიტეტის მიერ აბიტურიენტებისთვის დაწესებული მოთხოვნა დისკრიმინაციულად მიაჩნია