,,იუსტიციის საბჭოს მდივანმა კეთილი უნდა ინებოს და თქვას, ფურცელზე ვინ დააწერინა მოსამართლეობის კანდიდატის ათი სახელი და გვარი”

იუსტიციის საბჭოს მდივანმა კეთილი უნდა ინებოს და თქვას, ფურცელზე ვინ დააწერინა მოსამართლეობის კანდიდატის ათი სახელი და გვარი, – ამის შესახებ თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისადმი მმართველი გუნდის მხარდაჭერა ცხადია.

„იუსტიციის საბჭოს მდივანმა კეთილი უნდა ინებოს და თქვას ფურცელზე როგორ დაწერა, ვინ დააწერინა ამ ათი ადამიანის სახელი და გვარი. ეს უნდა მოჰყვეს იუსტიციის საბჭოს მდივანმა და მერე გველაპარაკონ პროცესის კანონიერებაზე. მმართველი გუნდის მხარდაჭერა ამ სიისადმი ცხადია. ვინც იპრანჭება, ვინც წელში ტყდება, ვინც ამბობს, რომ ფიქრი სჭირდება, მისი პოზიცია ცხადია. მითხარით, ამ ქვეყანაში კიდევ ვინმეს სჭირდება ფიქრი ჩინჩალაძის პერსონასთან დაკავშირებით?! როგორც კი ვინმე აფიქსირებს პოზიციას, რომ ჩინჩალაძის ბიოგრაფია უნდა წაიკითხოს და გაიგოს, რომელი სკოლა დაამთავრა, ასეთი კომენტარებისგან დასკვნები უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,იმედია, მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცესის პროექტს ხელისუფლება დახურულ კარს მიღმა არ დაწერს”
შემდეგი სტატიასააფთიაქო ქსელი „ჯიპისი“ მოსახლეობის აცრისთვის 1500 ვაქცინას უსასყიდლოდ გამოყოფს